ირანის სპორტის სამინისტრო ითხოვს არ შეიყვანონ ქვეყნის ნაკრების ლიდერი მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში #1TVSPORT
ირანის სპორტის სამინისტრო ითხოვს არ შეიყვანონ ქვეყნის ნაკრების ლიდერი მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის თითქმის ყველა მონაწილემ გამოაქვეყნა საბოლოო შემადგენლობა. ერთ-ერთი გამონაკლისია ირანის ნაკრები. საქმე ისაა, რომ ბოლო მომენტამდე გაურკვეველია, მოხვდება თუ არა საბოლოო განაცხადში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სერდარ აზმუნი.

როგორც ირკვევა, ირანის სპორტის სამინისტრო სერიოზულ ზეწოლას ახდენს მთავარ მწვრთნელზე კარლუშ კეირუშზე და ითხოვს პორტუგალიელი სპეციალისტისგან არ შეიყვანოს შემადგენლობაში „ლევერკუზენის“ ფორვარდი. ამის მიზეზი ის არის, რომ აზმუნმა ანტისამთავრობო აქციის მიმართ მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატა, – წერს გამოცემა IranWire.

ჟურნალისტ ნაუელ ლანზონის ინფორმაციით, კეირუშმა გააუქმა პრესკონფერენცია, რომელზეც მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა უნდა დაესახელებინა. ასევე ის იტყობინება, რომ ორშაბათს ელოდებიან აზმუნის დოჰაში ჩასვლას.

ამ სეზონში აზმუნმა რვა შეხვედრა გამართა ბუნდესლიგაში.