კარლუშ კეირუში კოლუმბიის ნაკრებში დაინიშნა
კარლუშ კეირუში კოლუმბიის ნაკრებში დაინიშნა

ირანის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, პორტუგალიელი სპეციალისტი კარლუშ კეირუში კოლუმბიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა.

2018 წლის აზიის თასის შემდეგ, კეირუშმა გამოაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს კონტრაქტს და დატოვებს გუნდს. პორტუგალიელმა აზიურ ნაკრებთან რვა წლის განმავლობაში იმუშავა.

კოლუმბიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არგენტინელი სპეციალისტი ხოსე პეკერმანი დაკარგა. კეირუში ირანის ნაკრების გარდა, მადრიდის „რეალს“, პორტუგალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს ავარჯიშებდა.

კეირუშის გარდა, კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატად ბრაზილიელი ლუიშ ფელიპე სკოლარიც განიხილებოდა.