ბრაზილიამ კოლუმბია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

13:50, 12.11.2021

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბრაზილიამ კოლუმბიას უმასპინძლა.

სამხრეთ ამერიკის ჯგუფის ლიდერებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესეს.

გამარჯვების მომტანი გოლი 72-ე წუთზე პაკეტამ გაიტანა. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და საფინალო ანგარიშად 1:0 დაფიქსირდა.

შესარჩევი ეტაპის 12 ტურის შემდეგ, ბრაზილია ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია (34 ქულა) და უახლოეს მდევარს – არგენტინას ცხრა ქულით უსწრებს, კოლუმბია კი მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

https://www.youtube.com/watch?v=Lb3c9I2cVgY&t=206s

მსგავსი