ლონდონში გაგრძელდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი მოქმედ ჩემპიონს მაგნუს კარლსენსა და პრეტენდენტ ფაბიანო კარუანას შორის. გაიმართა მეშვიდე პარტია და დაფიქსირდა მეშვიდე ყაიმი. თეთრი ფიგურებით ნორვეგიელი დიდოსტატი თამაშობდა. პარტიამ კარლსენის მცირე უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ ჩემპიონმა ისევ ვერ გამოიყენა შანსი და საბოლოოდ, მეტოქეები 41-ე სვლაზე ყაიმზე შეთანხმნენ.
შეგახსენებთ, რომ წინა ექვსი პარტიაც ყაიმით დასრულდა და მატჩში ანგარიშია – 3.5:3.5. მეექვსე პარტია ორშაბათს გაიმართება. თეთრი ფიგურებით კარუანა ითამაშებს.
მატჩი კლასიკური ფორმატის 12 პარტიისგან შედგება. ჩემპიონი გახდება ის მოჭადრაკე, რომელიც პირველი დააგროვებს 6.5 ქულას. ფრის შემთხვევაში, ტაი-ბრეიკი დაინიშნება.