ლონდონში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი მოქმედ ჩემპიონს მაგნუს კარლსენსა და პრეტენდენტ ფაბიანო კარუანას შორის. მერვე პარტიის შემდეგ მერვე ყაიმი დაფიქსირდა.
თეთრი ფიგურებით ამერიკელი დიდოსტატი თამაშობდა და მან დიდი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ კარლსენმა პარტია გადაარჩინა. საბოლოოდ, მეტოქეები 38-ე სვლაზე ყაიმზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ წინა შვიდი პარტიაც ყაიმით დასრულდა და მატჩში ანგარიშია – 4:4. მეცხრე პარტია ოთხშაბათს გაიმართება. თეთრი ფიგურებით კარლსენი ითამაშებს.
მატჩი კლასიკური ფორმატის 12 პარტიისგან შედგება. ჩემპიონი გახდება ის მოჭადრაკე, რომელიც პირველი დააგროვებს 6.5 ქულას. ფრის შემთხვევაში, დაინიშნება ტაი-ბრეიკი.