ლონდონში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, მაგნუს კარლსენსა და პრეტენდენტ ფაბიანო კარუანას შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი გრძელდება. გაიმართა მეცხრე პარტია და დაფიქსირდა რიგით მეცხრე ყაიმი.
თეთრი ფიგურებით ნორვეგიელი დიდოსტატი თამაშობდა. მეტოქეები ყაიმზე 56-ე სვლაზე შეთანხმდნენ. კარლსენს პარტიის მოგება შეეძლო, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ წინა რვა პარტიაც ყაიმით დასრულდა და მატჩში ანგარიშია – 4.5:4.5. მეცხრე პარტია ხუთშაბათს გაიმართება. თეთრი ფიგურებით კარლსენი ითამაშებს.
მატჩი კლასიკური ფორმატის 12 პარტიისგან შედგება. ჩემპიონი გახდება ის მოჭადრაკე, რომელიც პირველი დააგროვებს 6.5 ქულას. ფრის შემთხვევაში, დაინიშნება ტაი-ბრეიკი.