ქართველმა მებრძოლმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) მარტის ბაშოზე მეათე შეხვედრა გამართა. იგი მე-12 მაეგაშირა აკისეიამას დაუპირისპირდა.
ტოჩინოშინმა შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყო, მეტოქე დოჰიოს კიდესთანაც მიიყვანა, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა – ერთ ეპიზოდში წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და მეშვიდედ დამარცხდა.
მის ანგარიშზე 3 გამარჯვებაა და დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად დარჩენილი ხუთივე შეხვედრის მოგება სჭირდება.
მე-11 ბრძოლას ლევანი ჩიოტაირიუს წინააღმდეგ გამართავს.