კარგი დასაწყისის ცუდი დასასრული – ტოჩინოშინის მეშვიდე მარცხი [ვიდეო] #1TVSPORT

12:31, 23.03.2021

ქართველმა მებრძოლმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) მარტის ბაშოზე მეათე შეხვედრა გამართა. იგი მე-12 მაეგაშირა აკისეიამას დაუპირისპირდა.

ტოჩინოშინმა შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყო, მეტოქე დოჰიოს კიდესთანაც მიიყვანა, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა – ერთ ეპიზოდში წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და მეშვიდედ დამარცხდა.

მის ანგარიშზე 3 გამარჯვებაა და დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად დარჩენილი ხუთივე შეხვედრის მოგება სჭირდება.

მე-11 ბრძოლას ლევანი ჩიოტაირიუს წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი