კარდიფში უელსის დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქცია გაიმართა. „ბიბისის“ ინფორმაციით, აქციაში 10 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენი მოვალეობაა, დეტალურად განვმარტოთ, რას ვგულისხმობთ დამოუკიდებლობაში. დამოუკიდებლობას უელსში ყველასთვის შეუძლია მუშაობა. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობა და გვჭირდება ახლა“, – განაცხადა უელსის ნაციონალისტური პარტიის, „ფლაიდ კემრის“ ყოფილმა ლიდერმა, ლორდმა დაფიდ ვიგლიმ.
აქციის მონაწილეების თქმით, საუკუნეების განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში ყოფნამ უელსს კარგი არაფერი მოუტანა.