ინგლისსა და უელსში მსჯავრდებულების ნაწილის გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავენ
ინგლისსა და უელსში მსჯავრდებულების ნაწილის გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავენ

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ინგლისისა და უელსის საპატიმროებიდან მსჯავრდებულების ნაწილის გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში კორონავირუსის გამო პენიტენციალურ სისტემაზე გაზრდილი დატვირთვის გამო დადგა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა, რობერტ ბაკლენდმა განაცხადა, კორონავირუსი ციხეებისთვის მწვავე რისკს წარმოადგენს, რადგან სასჯელაღსრულების ბევრ დაწესებულებაში პატიმრების ჭარბი რაოდენობაა.

როგორც „ბიბისი“ წერს, დიდი ბრიტანეთში სამსახურში არ გამოცხადდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების 3 500-მდე თანამშრომელი, რაც საერთო პერსონალის 10 პროცენტს შეადგენს, რადგან ისინი ან ავად არიან, ან იზოლაციაში იმყოფებიან.

იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ გარკვეული კატეგორიის პატიმრების გათავისუფლებამ შესაძლოა, პენიტენციალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს.

დატოვე კომენტარი