ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 873 ადამიანი დაიღუპა
ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 873 ადამიანი დაიღუპა

ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 873 ადამიანი დაიღუპა. შესაბამისად, გუშინდელთან შედარებით ინფექციით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის ორჯერ გაიზარდა.

როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობა განმარტავს, გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია გარდაცვლილთა აღრიცხვის პროცესთან. კერძოდ, 43 პაციენტი ჯერ კიდევ მარტში დაიღუპა, თუმცა მათი აღრიცხვა დღეს მოხდა. ხოლო 493 ადამიანი გარდაიცვალა 18, 19 და 20 აპრილს.

საერთო ჯამში გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 17 382-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი