ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი - ჩვენ უელსი არ დაგვიმარცხებია, ქართველ ხალხს კი ამ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავთ #1TVSPORT
ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი - ჩვენ უელსი არ დაგვიმარცხებია, ქართველ ხალხს კი ამ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავთ #1TVSPORT

ბორჯღალოსნების მიერ უელსის უძლიერესი ნაკრების კარდიფში (13:12) დამარცხებამ სარაგბო სამყარო აალაპარაკა. საინტერესო და სახალისო პოსტი გამოაქვეყნა ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირმა, რომელიც მთელი მსოფლიოდან მოლოცვებს იღებს.

„სანამ ჩვენ მოლოცვებს ვიღებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვართ ჯორჯის შტატის რაგბის კავშირი (ამერიკის შეერთებული შტატები) და ჩვენ დღეს უელსისთვის არ მოგვიგია. თუმცა, მადლობა! ვულოცავთ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას“, – ვკითხულობთ ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.