იმ კერძო თვითმფრინავში, რომელიც ლა მანშის სრუტის თავზე გაქრა, „კარდიფ სიტის“ ახალბედა ემილიანო სალაც იმყოფებოდა.
ფორვარდმა რამდენიმე დღის წინ გააფორმა კონტრაქტი უელსურ კლუბთან და დიდ ბრიტანეთში გადასვლასთან დაკავშირებული ბოლო ფორმალობების მოსაგვარებლად ნანტში დაბრუნდა. თვითმფრინავი რადარების ეკრანებიდან ლა მანშის სრუტეზე გადაფრენისას გაქრა. მიმდინარეობს საძიებო ოპერაციები, მაგრამ პოლიციაში დაადასტურეს, რომ 28 წლის არგენტინელი, დიდი ალბათობით, თვითმფრინავში იჯდა.
სალამ 2018-19 წლების სეზონში „ნანტის“ რიგებში 19 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
„კარდიფმა“ ამ ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც საკლუბო რეკორდია.