ჯაბა კანკავამ ქართველი ქალბატონს ძვირად ღირებული მკურნალობის დასაფინანსებლად სოლიდური თანხა გადაურიცხა, – საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაის „ტობოლის“ ნახევარმცველზე ამ ინფორმაციას ყაზახური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ძმები რატი და ნიკა ქართველიშვილები რამდენიმე კვირის განმავლობაში ტაქსიზე მუშაობით ცდილობდნენ თანხის გამომუშავებას, რათა დედას ლეიკემიის დამარცხებაში დახმარებოდნენ. საქართველოში ქალბატონის დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა. ძმების თხოვნას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის – ჯაბა კანკავა.
მაია ქართველიშვილს მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, ის მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გადის. ოპერაციისთვის კი 80 000 აშშ დოლარი სჭირდებოდა.
„გმადლობთ, კაპიტანო დახმარებისა და მხარდაჭერისთვის! ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება ის სიკეთე, რაც ჩვენთვის ასეთ რთულ ვითარებაში გააკეთეთ“, – წერს სოციალურ ქსელში მაია ქართველიშვილის შვილი, ნიკა ქართველიშვილი.
2014 წლის 30 მარტს, დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ გამოსვლის დროს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა კიევის „დინამოს“ ფეხბურთელი გადაარჩინა. მატჩის დროს, კიეველთა კაპიტანს, ოლეგ გუსევს, თავის ტრავმის გამო სასუნთქ მილზე პრობლემა შექმნაა, ჯაბა კანკავამ მას მოედანზე სასწრაფო დახმარება აღმოუჩინა და ექიმის თქმით, ამით გუსევი გადაარჩინა.