კანკავა ისევ დააფასეს - კაპიტანი ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშია
კანკავა ისევ დააფასეს - კაპიტანი ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშია
ჯაბა კანკავა ყაზახეთის პრემიერლიგის 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. კანკავა ტურის 11 რჩეულ ფეხბურთელს შორის ყაზახეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ დაასახელა.
„კანკავას დამსახურებით, „აქტობესთან“ თამაშში „ტობოლის“ ცენტრალური ხაზი მშვიდად და საიმედოდ გამოიყურებოდა. ჯაბა თამამად ერთვებოდა ორთაბრძოლაში და გუნდის შეტევებს იწყებდა. ქართველი საყრდენის ანგარიშზე 6 ართმევა, 10 ჩაჭრა, 11 შეტევის შეჩერება და 5-დან 5 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლაა – ასევე 106 პასი, რომელთა 95 პროცენტი ზუსტი იყო, ეს კი ტურში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა – მისი მოქმედებების ინდექსი 299 ქულაა“ – წერს ყაზახეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ყაზახეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში ოთხჯერ დაასახელა.