კანარის ერთ-ერთ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის გამო, ტერიტორიაზე ავიამიმოსვლა დროებით შეიზღუდა
კანარის ერთ-ერთ კუნძულ ლა პალმაზე ვულკანის ამოფრქვევისას ჰაერში არსებული ფერფლის გამო, ტერიტორიაზე ავიამიმოსვლა დროებით შეიზღუდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„აეროპორტი ფერფლის კონცენტრაციის გამო დახურულია. დასუფთავების სამუშაოები დაწყებულია, მაგრამ სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს“, – განაცხადეს სახელმწიფო აეროპორტის კომპანია „აენაში“.
კანარის კუნძულზე ვულკანი ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა. ვულკანური ფერფლის გარდა, წიაღიდან იფრქვევა ლავა და კლდის ფრაგმენტები.