კანადურმა პრესამ გამოაცხადა, რომ 16 აპრილს გარდაიცვალა ლეგენდარული ჰოკეისტი, სტენლის თასის ოთხგზის მფლობელი „ნიუ იორკ აილენდერსის“ შემადგენლობაში მაიკ ბოსი.
65 წლის ბოსიმ გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რომ ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
„ნიუ იორკ აილენდერსმა“ ბოსის დახმარებით 1980 წლიდან მოყოლებული ზედიზედ ოთხჯერ მოიგო სტენლის თასი. მონრეალში დაბადებულმა ჰოკეისტმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 10 სეზონი ითამაშა და 1126 ქულა (573 გოლი+553 შედეგიანი გადაცემა) დააგროვა.
ბოსის ორი უნიკალური რეკორდი ეკუთვნის NHL-ში. ის ერთადერთი მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ზედიზედ ცხრა სეზონი იტანდა მინიმუმ 50 გოლს. ასევე ის დღემდე რეკორდსმენია ერთ მატჩში გოლების საშუალო რაოდენობით (0.76). მაგალითად, უეინ გრეტცკის მაჩვენებელი 0.60-ს უდრის.
გარდა ამისა, ბოსი ერთ-ერთია იმ ხუთ მოთამაშეს (მორის რიშარი, უეინ გრეტცკი, მარიო ლემიე და ბრეტ ჰალი) შორის, ვინც სეზონის პირველ 50 მატჩში 50 გოლი გაიტანა.
მაიკ ბოსიმ 1978 წელს სეზონის საუკეთესო დებიუტანტის პრიზი მოიგო, 1982 წელს კი სეზონის MVP გახდა. მან სამჯერ (1983, 1984, 1986) მიიღო „ლედი ბინგ ტროფი“, როგორც პატიოსანი სპორტული ბრძოლისა და ჯენტლმენური საქციელის მაგალითმა.
ბოსი 1992 წელს ჰოკეის დიდების დარბაზში შეიყვანეს.