23 თებერვალს, პიონჩანგში მედლების ოთხი კომპლექტი თამაშდება. პირველი ჩემპიონი გამოვლინდა ქალებს შორის ფრისტაილის კროსში.
აქ შედგა კანადური დუბლი – პირველი მეორე ადგილები დაიკავეს ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა – კეისი სერვამ და ბრიტანი ფელანმა. ბრინჯაოს მედალი შვეიცარიელმა ფანი სმიტმა მოიპოვა.
სერვამ გააუმჯობესა სოჭის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი – ოთხი წლის წინ, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კანადისთვის ეს მეათე ოქრო იყო პიონჩანგში. ეს გუნდი მყარად არის მედლების ჩათვლაში მესამე ადგილზე.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე