კალიფორნიის შტატში გამართულ პრაიმერიზში ბერნი სანდერსი გაიმარჯვებს, – წერს „ასოშიეთედ პრესი“.
ვერმონტელი სენატორი ასევე იმარჯვებს კოლორადოში, იუტასა და ვერმონტში.
კალიფორნია აშშ-ის წინასაარჩვენო რბოლაში მნიშვნელოვანი შტატია, რადგან 415 დელეგატი ჰყავს.
აშშ-ში 3 მარტს პრაიმერიზი ერთდროულად 14 შტატში გაიმართა. წინასწარი შედეგები მიხედვით, რვა შტატში აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობს. ესენია მასაჩუსეტსი, მინესოტა, ოკლაჰომა, არკანზასი, ალაბამა, ტენესი, ჩრდილოეთ კაროლინა და ვირჯინია.
სულ „სუპერ სამშაბათის“ პრაიმერიზის დროს კანდიდატები 1 300-ზე მეტი დელეგატის მხარდაჭერისთვის იბრძვიან.