კალიფორნიის სანაპიროსთან გემზე ხანძრისას 25 ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაკარგულად მიიჩნევა
კალიფორნიის სანაპიროსთან გემზე ხანძრისას 25 ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაკარგულად მიიჩნევა

კალიფორნიის სანაპიროსთან გემზე ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ცხრა დაკარგულად ითვლება. ინფორმაცია ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს.

მანამდე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემზე მყოფი 34 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით, სახანძრო და სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ ხანძრის დროს დაკარგულებს ჯერ კიდევ ეძებდნენ და შესაძლოა, მათი ნაწილი გადარჩენილიყო.

დღის ბოლოს, სანაპირო დაცვის სამსახურის წევრებმა 25 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. კიდევ ცხრა მგზავრს ეძებენ.

ინციდენტი ლოს ანჯელესიდან 145 კილომენტრში მდებარე სანტა კრუზის კუნძულთან მცურავ ხომალდზე მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის დროს გემზე სულ 39 ადამიანი იმყოფებოდა.

გამოძიების ცნობით, ცეცხლის გაჩენის შემდეგ, მგზავრების უმრავლესობა კაიუტებში ბლოკირებული აღმოჩნდა. ნაწილი კი წყალში გადახტა. როგორც პოლიცია აცხადებს, ხანძრის დროს ჟანგბადის ავზები აფეთქდა, რამაც ცეცხლის გავრცელებას შეუწყო ხელი.

დამწვარი გემი კომპანია „თრუზ აქუათიკს“ ეკუთვნის და შიდა ტურებისთვის იყო განკუთვნილი.