კალიფორნიის ერთ-ერთ ბარში მომხდარი სროლის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა
კალიფორნიის ერთ-ერთ ბარში მომხდარი სროლის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი პოლიციის ოფიცერია. კალიფორნიის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ბარის ტერიტორიაზე მკვდარი აღმოაჩინეს.
ინციდენტის შედეგად, 10 ადამიანია დაშავებული. პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელის იდენტიფიცირება არ მომხდარა და ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი.
ინციდენტის დროს ბარში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა თავდაპირველად ბარის დაცვის თანამშრომელს ესროლა, შემდეგ კვამლის ყუმბარა გადააგდო და სროლა გააგრძელა.
საერთო ჯამში თავდამსხმელმა 30-ჯერ გაისროლა.