კალიფორნიაში, სანტა კლარიტას სკოლაში სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა
კალიფორნიაში, ქალაქ სანტა კლარიტას სკოლაში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე გარდაცვლილი ამავე სკოლის მოსწავლეა. დაღუპულია 16 გოგო და 14 წლის ბიჭი.
კრიტიკულ მდგომარეობაშია კიდევ ორი მოზარდი – 14 წლის ბიჭი და 15 წლის გოგო.
დაშავებულია თავდამსხმელიც, რომელიც ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა თავდაპირველად მსხვერპლად მიიჩნიეს. ისიც ამავე სკოლის მოსწავლეა, აზიური წარმოშობის პირი, რომელიც დღეს 16 წლის იუბილეს აღნიშნავდა.
პოლიციის განცხადებით, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ უხსნის ცეცხლს ეჭვმიტანილი ხუთ მოსწავლეს და შემდეგ თვითმკვლელობის მიზნით, თავის არეში დამიზნებით ცეცხლს ხსნის.
თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.