„სიენენი“ - აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელიც კალიფორნიის სასტუმროში თავდასხმის მოწყობას გეგმავდა
„სიენენი“ - აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელიც კალიფორნიის სასტუმროში თავდასხმის მოწყობას გეგმავდა

სიენენის“ ცნობით, აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელიც კალიფორნიის ერთ-ერთ სასტუმროში თავდასხმის მოწყობას გეგმავდა.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, დაპატიმრებულია როდოლფო მონტოია, რომელიც სასტუმროში მზარეულად მუშაობდა. საქმე ეხება კალიფორნიის შტატის ქალაქ ლონგ-ბიჩში მდებარე „მარიოტის“ ქსელის სასტუმროს.

პოლიციაში განაცხადეს, რომ 37 წლის მამაკაცს „ჰქონდა გეგმა და შესაბამისი შესაძლებლობები, რომ სასტუმროში ძალადობრივი აქტი მოეწყო, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა“.

ჩხრეკის შედეგად მონტოიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ამუნიცია ამოიღეს.

მონტოია სასამართლოს წინაშე დღეს უნდა წარდგეს.

დატოვე კომენტარი