კალიფორნიაში ერთ-ერთ ფესტივალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
კალიფორნიაში ერთ-ერთ ფესტივალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

კალიფორნიაში ერთ-ერთ ფესტივალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, არიან დაჭრილები, თუმცა დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის არ სახელდება.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი.

მომხდარს მიკრობლოგ “ტვიტერის” საშუალებით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი წერს, რომ პოლიცია ადგილზე იმყოფება, თუმცა თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ადგილზე პოლიციის ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.