კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა
კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

კალიფორნიაში, სან დიეგოსთან მდებარე სანტის რაიონში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე ორი ადამიანი, ორი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე.

დაზიანებულია სულ მცირე ორი საცხოვრებელი სახლი. შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.

დატოვე კომენტარი