კალიფორნიაში გემზე ხანძრისას 34 ადამიანი დაიღუპა
კალიფორნიაში გემზე ხანძრისას 34 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიაში გემზე ხანძრის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გემისკენ სანაპირო დაცვის სამსახურის ხომალდები დაიძრნენ. ინციდენტი კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში, ვენტურას ოლქში მოხდა. ხომალდი სანტა კრუზის კუნძულთან ახლოს იმყოფება.

როგორც ამერიკული მედია ვენტურას ოლქის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ხანძრის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. გემის ეკიპაჟის წევრების გადარჩენა მოხერხდა. ამჟამად, მაშველებს ხომალდიდან დარჩენილი მგზავრები გამოჰყავთ.