კალგარის მთავარ მწვრთნელ ბილი პიტერსს, „არიზონას“ წინააღმდეგ ჰოკეის ნაციონალური ლიგის (NHL) რეგულარული ჩემპიონატის მატჩის დროს, სახეში ჰოკიჯოხი მოხვდა.
ინციდენტი თამაშის მეორე ნახევარში დაფიქსირდა. მატჩი გაჩერებულ იქნა, რათა მწვრთნელისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ. USA Today-ს ინფორმაციით, მას რვა ნაკერი დაადეს. პიტერსის არყოფნაში (10 წუთი) კალგარიმ ორი შაიბის გატანა მოახერხა.