კალაშნიკოვამ სტამბოლში პირველი მატჩი მოიგო
კალაშნიკოვამ სტამბოლში პირველი მატჩი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა, ოქსანა კალაშნიკოვამ სტამბოლის WTA-ის ტურნირის წყვილთა თანრიგში დაიწყო გამოსვლა. ყაზახ გალინა ვოსკობოევასთან ერთად, კალაშნიკოვამ უკვე გაიარა პირველი წრე.

ქართულ-ყაზახურმა დუეტმა საათსა და 30 წუთში მოუგო თურქულ წყვილს მელის სეზერისა და იპექ ოზის შემადგენლობით – 6:3, 4:6, 11:9.

კლაშნიკოვასა და ვოსკობოევას ბრეიკპოინტების შთამბეჭდავი რეალიზაცია ჰქონდათ – ხუთიდან ხუთი. ამ მოგებით ისინი მეოთხედფინალში გავიდნენ და მათი მომდევნო მეტოქე სამშაბათს გაირკვევა.