ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში ლინცის ტურნირის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში ლინცის ტურნირის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ავსტრიულ ქალაქ ლინცში მიმდინარე WTA-ის ტურნირზე, ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში გათამაშების ნახევარფინალშია. მან და იაპონელმა მიუ კატომ ტურნირის მეოთხედფინალში ფრანგულ/ამერიკული წყვილი ლეჩემია-ნილი სამ სეტში ანგარიშით 3:6 7:6 10:5 დაამარცხეს და ხვალ გათამაშების ფინალში გასვლას შეეცდებიან.

ოქსანა კალაშნიკოვა და კატო ტურნირზე მეორე ნომრად არიან განთესილები. ავსტრიის გათამაშების 2020 წლის გამარჯვებულები წყვილთა თანრიგში ნიდერლანდურ/სლოვაკური დუეტი რუსი და ზიდანსეკი არიან.