ოქსანა კალაშნიკოვა ლინცის ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ოქსანა კალაშნიკოვა ლინცის ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

ავსტრიულ ქალაქ ლინცში მიმდინარე WTA-ის ტურნირზე, ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში გათამაშების მეოთხედფინალშია. მან და იაპონელმა მიუ კატომ ტურნირის პირველ წრეში იაპონურ/სლოვაკური წყვილი ჰოზუმი-მიხალიკოვა მარტივად, ორ სეტში 6:2 6:3 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

ნახევარფინალში გასასვლელად ქართულ/იაპონური დუეტის მეტოქეები ფრანგულ/ამერიკული წყვილი ლეჩემია და ნილი იქნებიან.

ოქსანა კალაშნიკოვა და კატო ტურნირზე მეორე ნომრად არიან განთესილები. ავსტრიის გათამაშების 2020 წლის გამარჯვებულები წყვილთა თანრიგში ნიდერლანდურ/სლოვაკური დუეტი რუსი და ზიდანსეკი არიან.