კალაშნიკოვამ ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა და ნახევარფინაილი წააგო
კალაშნიკოვამ ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა და ნახევარფინაილი წააგო

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, WTA-ის ტურნირზე წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ოქსანა კალაშნიკოვასა და ნაო ჰიბინოს ქართულ-იაპონური წყვილი დამარცხდა.

ეს დუეტი ნახევარფინალში სერბ ოლგა დანილოვიჩსა და სლოვენიელ ტამარა ზიდანსეკს ხვდებოდა და  მოგებასთან ძალიან ახლოს იყო. პირველ სეტში კალაშნიკოვამ და ჰიბინომ საწყის გეიმში აღებული ბრეიკის წყალობით მოიგეს, მეორეში ჯერ ბრეიკით ჩამორჩნენ, შემდეგ ბრეიკით იგებდნენ, მაგრამ მატჩზე ვერ ჩააწოდეს და ტაი-ბრეიკის თამაში მოუწიათ, სადაც ორი მატჩბოლი ჰქონდათ, თუმცა, ეს შანსიც გაუშვეს ხელიდან და მე-13 გეიმი 9:11 დათმეს.

მესამე სეტში, რომელშიც ე.წ. „საჩემპიონო ტაი-ბრეიკი“ თამაშდებოდა, უპირატესობა სერბსა და სლოვენიელს ჰქონდათ და მათ 10:4 გაიმარჯვეს.

საბოლოოდ, შეხვედრა საათი და  45 წუთი გაგრძელდა და ასეთი ანგარიშით დასრულდა – 4:6, 7:6(9), 10:4 დანილოვიჩისა და ზიდანსეკის სასარგებლოდ.