კაცების სწრაფდაშვება 15 თებერვლისთვის გადაიტანეს
კაცების სწრაფდაშვება 15 თებერვლისთვის გადაიტანეს

პიონჩანგის ოლიმპიადის მეორე დღეს მედლების პირველი კომპლექტი უნდა გათამაშებულიყო სამთო თხილამურებში, მაგრამ მამაკაცების სწრაფდაშვების სტარტი ძლიერი ქარის გამო ჯერ გადაიდო, შემდეგ, საერთოდ გაუქმდა.

ამ დისციპლინაში ჩემპიონი 15 თებერვალს გამოვლინდება, ხოლო ამ დღისთვის დანიშნული კაცების სუპერგიგანტი 16 თებერვლისთვის გადაიტანეს.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე