ლეგენდარული ინგლისელი მცველი ჯონ ტერი, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, შეიძლება მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ Sky Sport-ის „ტვიტერმა“ დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 37 წლის ფეხბურთელმა რუსულ კლუბში გადასასვლელად უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. სავარაუდოდ, მოსკოვური გუნდი ვეტერანთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
„სპარტაკს“ სასწრაფოდ დასჭირდა ცენტრალური მცველი იმის გამო, რომ „სპარტაკისა“ და „ზენიტის“ მატჩის მიმდინარეობისას სამუელ ჟიგომ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ფრანგი ფეხბურთელი მწყობრში მხოლოდ 2019 წლის მარტში ჩადგება.