კაფელნიკოვმა ანანიძის არჩევანი მოიწონა
კაფელნიკოვმა ანანიძის არჩევანი მოიწონა

ჯანო ანანიძემ „ჩემპიონატთან“ ინტერვიუში მოსკოვის „სპარტაკის“ სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან დააასახეა, რომელთა გვერდითაც „სპარტაკში“ უთამაშია.

ანანიძის ვერსიაში მოხვდნენ: სტიპ პლეტიკოშა, დიმიტრი კომბაროვი, გიორგი ჯიქია, სამუელ ჟიგო, სერგეი პარშივლიუკი, რადოსლავ კოვაჩი, ფერნანდო, კვინსი პრომესი, ალექსი, ალექსანდრე სამედოვი, ველიტონი.

მწვრთნელი: მასიმო კარერა.

ქართველი ფეხბურთელის არჩევანი ევგენი კაფელნიკოვმა მოიწონა და „ტვიტერის“ გვერდზე კომენტარიც გააკეთა.

„ამ გუნდს გაბრწყინება ჩემპიონთა ლიგაზეც შეეძლო“ – ასე შეაფასა ანანიძის ვერსია კაფელნიკოვმა.

ის ვეტერანი რუსი ჩოგბურთელია, რომელმაც ამ სახეობაში რუს სპორტსმენთა შორის ყველაზე დიდი წარმატებას მიაღწია: კაფელნიკოვი პირველი რუსია, რომელაც გრანდ სლემის ტურნირი მოიგო და მსოფლიოში პირველი ჩოგბურთელი გახდა. ცნობილია, რომ ის მოსკოვის „სპარტაკის“ გულშემატკივარია.