„სან-ხოსეს“ თავდამსხმელმა ჯო ტორნტონმა ინდივიდუალური ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში (NHL) კიდევ ერთი წელი ითამაშებს.
39 წლის სპორტსმენი მონაწილეობას იღებდა ნომინაციაში Bill Masterton Memorial Trophy. იგი უკვე 22 სეზონია, რაც ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში ასპარეზობს.
„ვეტერანები, რომლებსაც აქ ხედავთ, საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან“, – განაცხადა ტორნტონმა, – „თანამედროვე ჰოკეი მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, მაღალ დონეზე უფრო დიდხანს ითამაშონ. ახლა დიდი ბიჭები ბევრნი აღარ არიან, ძალისმიერი ორთაბრძოლები და ჩხუბიც ცოტაა“.
„შეგახსენებთ, რომ ტორნტონის „სან-ხოსე“ 2018-2019 წლების სეზონზე სტენლის თასის ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ „სენტ-ლუისთან“ დამარცხდა.