ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანიისთვის 24 საათში 6,3 მილიონის შემოწირულობა მიიღო
ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანიისთვის 24 საათში 6,3 მილიონის შემოწირულობა მიიღო

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის 24 საათში 6,3 მილიონი დოლარის შემოწირულობა მიიღო, – წერს The Wall Street Journal-ი. ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კენჭისყრას.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა პირველსავე დღეს შეგროვებული თანხის რაოდენობით გაასწრო კონკურენტს დემოკრატიული პარტიიდან, ბერნი სანდერსს.

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მესამედ იყრის კენჭს.