ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზაციის საკითხი განიხილეს
ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზაციის საკითხი განიხილეს

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზაციის საკითხი განიხილეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ბაიდენმა და მაკრონმა დაადასტურეს მათი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განიხილეს კოორდინაციული მოქმედებები როგორც დიპლომატიის, ასევე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრების კუთხით, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.

„პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები დარჩებიან მჭიდრო კონტაქტზე, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან კონსულტაციით, ჩვენი კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომის შესახებ ამ საკითხების მართვასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.