ბრიუსელში დაგეგმილ სამიტს სერბეთი არ დაესწრება
სერბეთის პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტს არ დაესწრება. შეხვედრა ბრიუსელში 25 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ სერბეთში ევროკავშირის დელეგაციამ განაცხადა. ჩუპიჩმა სინანული გამოთქვა, რომ ბრიუსელში ვერ ჩავა. მან ამის შესახებ სერბეთში ევროკავშირის დელეგაციის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრისას განაცხადა. ამასთან, ბრიუსელში აღნიშნეს, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებებში პროგრესი რეფორმების გაგრძელებაზეა დამოკიდებული.შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, სერბეთის ახლად არჩეულმა პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, „სტუდენტურმა სიამ“ მოიპოვა.