რობერტ ფიცოს მოწოდება ევროკომისიას

15:35, 22.11.2026

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ევროკომისიას მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდეს სერბეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, ქვეყანაში კანონის უზენაესობას საფრთხე ემუქრება. ფიცომ „ფეისბუქის“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სერბეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარება სლოვაკეთში 2020-2023 წლებში განვითარებულ მოვლენებს ჰგავს. ფიცოს მოწოდება უკავშირდება სერბეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, ევროკომისიამ პრევენციული ზომების სახით უნდა გააძლიეროს სერბეთში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკომისია წარსულში სლოვაკეთში განვითარებული მოვლენების უგულებელყოფაშიც დაადანაშაულა.

მსგავსი