ჯო ბაიდენმა ბოდიში მოიხადა რადიოწამყვანისადმი მიმართვის გამო, რომ მასსა და ტრამპს შორის არჩევანს თუ ვერ აკეთებს, „შავი არ არის“
ჯო ბაიდენმა ბოდიში მოიხადა რადიოწამყვანისადმი მიმართვის გამო, რომ მასსა და ტრამპს შორის არჩევანს თუ ვერ აკეთებს, „შავი არ არის“

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ბოდიში მოიხადა რადიოწამყვანისადმი მიმართვის გამო, რომ მასსა და ტრამპს შორის არჩევანს თუ ვერ აკეთებს, „შავი არ არის“. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, არავინ არის ვალდებული, რომელიმე კანდიდატს მისცეს ხმა. ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი კომენტარი ქედმაღლური იყო და თავის შავკანიან მხარდამჭერებს ძალიან აფასებს.

რადიოგადაცემის წამყვანმა ინტერვიუს დროს ბაიდენს ჰკითხა, დანიშნავდა თუ არა ის საკუთარ ვიცე-პრეზიდენტად აფრო-ამერიკელ ქალს, რის შემდეგაც ბაიდენმა ინტერვიუს დასრულება სცადა. წამყვანმა ბაიდენს უთხრა, რომ მას ჯერ კიდევ ჰქონდა შეკითხვები.

„კიდევ გაქვთ შეკითხვები? მაშინ გეტყვით, თუ ვერ გადაწყვიტეთ, მე მომცეთ ხმა თუ ტრამპს, ესე იგი, შავკანიანი არ ხართ“, – მიმართა წამყვანს ბაიდენმა.

მომხდარს ბაიდენის მრჩეველი, სიმონ სენდერსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბაიდენი მხოლოდ იმის თქმას ცდილობდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შედარებით, აფრო-ამერიკელ მოსახლეობასთან ურთიერთობის ბევრად კარგი გამოცდილება აქვს.

მომხდარის შესახებ ტრამპის კამპანიის წარმომადგენელმა, სენატორმა ტიმ სკოტმა, რომელიც შავკანიანია, განაცხადა, რომ ბაიდენის კომენტარები დამამცირებელი, ქედმაღლური და რასასთან დაკავშირებული უარყოფითი რიტორიკის ნიმუში იყო.