ჯო ბაიდენმა აშშ-ის რამდენიმე შტატში გამართულ პრაიმერიზში გაიმარჯვა
ჯო ბაიდენმა აშშ-ის რამდენიმე შტატში გამართულ პრაიმერიზში გაიმარჯვა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის რამდენიმე შტატში გამართულ პრაიმერიზში გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა კონკურენტი, დემოკრატი ბერნი სანდერსი მისისიპიში, მისურიში, აიდაჰოსა მიჩიგანში გამართულ პრაიმერიზებში დაამარცხა. ვაშინგტონის და ჩრდილოეთ დაკოტას შტატებში გამართული პრაიმერიზების შედეგები ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

სამ შტატში გამარჯვების შემდეგ შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მიზნის მიღწევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

პრაიმერიზის გამართვამდე ამომრჩეველს ჯო ბაიდენის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშულმა დემოკრატმა კანდიდატებმა. მათ შორის არიან მაიკლ ბლუმბერგი, პიტ ბუტიჯიჩი, ემი კლობუშარი და ბეტო ობურკი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერიზები ივნისის დასაწყისამდე არის დაგეგმილი. 10 მარტის პრაიმერიზამდე ჯო ბაიდენს 670 დელეგატი ჰყავდა, ბერნი სანდერსს კი 574. კანდიდატის წარსადგენად კი 1991 დელეგატია საჭირო.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს არის ჩანიშნული.