ჯო ბაიდენი – ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ გაგრძელდეს

00:07, 23.02.2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-მა აქტიურად იმუშავა გერმანიასთან იმისთვის, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ შედგეს.

„რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“, როგორც დაგპირდით, არ გაგრძელდება.

რუსეთი აგრესიას თუ გააგრძელებს, მას უფრო ძვირის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი