უკრაინის გენშტაბი – რუსეთმა ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამხედრო პოზიციების გასამაგრებლად გამოიყენა

16:11, 02.11.2026

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საკუთარი სამხედრო პოზიციების გასამაგრებლად გამოიყენა.

„სიჩუმის რეჟიმის მოქმედების პერიოდში დაფიქსირდა რუსული ქვედანაყოფების როტაცია, პოზიციების გამაგრება, გზებზე დრონების საწინააღმდეგო საშუალებების განთავსების არეალის გაფართოება და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდა, მათ შორის, საბრძოლო მასალის მიწოდება“, — აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

ცნობისთვის, ოლეშკისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბერს, გამთენიისას ამოქმედდა და პირველ ნოემბერს, 22:59 საათზე დასრულდა. ზავი მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გამოცხადდა. შეთანხმების მიღწევაში მონაწილეობდა აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი, რომელსაც მოსკოვი და კიევი ცეცხლის შეწყვეტის ორგანიზებაში მთავარ შუამავლად მოიხსენიებენ.

ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში ქალაქიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხერხდა. გარდა ამისა, ოლეშკიში ჰუმანიტარული ტვირთიც ჩაიტანეს.

მსგავსი