ჯო ბაიდენი - ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ გაგრძელდეს
ჯო ბაიდენი - ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ გაგრძელდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-მა აქტიურად იმუშავა გერმანიასთან იმისთვის, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ შედგეს.

„რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“, როგორც დაგპირდით, არ გაგრძელდება.

რუსეთი აგრესიას თუ გააგრძელებს, მას უფრო ძვირის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.