პროტესტი საფრანგეთში
საფრანგეთში დასვენების შემდეგ, სასწავლო პროცესის განახლება მოსწავლეთა საპროტესტო გამოსვლებითა და სკოლების ბლოკირებით დაიწყო. დილიდან ქვეყნის მასშტაბით 41 ლიცეუმი იყო ბლოკირებული. მარსელში მოსწავლეებმა შვიდი ლიცეუმის შესასვლელი გადაკეტეს, საპროტესტო აქციები გაიმართა ტულუზაშიც. დაძაბული ვითარება იყო პარიზში. ტიურგოს სახელობის ლიცეუმთან მოსწავლეებმა შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა პოლიციამ სკოლის კარი მაინც გახსნა. საპროტესტო შეკრება გაიმართა ვოლტერის სახელობის სასკოლო კომპლექსთანაც. ახალგაზრდები განათლების დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ და ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში – პარიზში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი, ლევან ახალაია და ვახტანგ ლეკიაშვილი, მათგან მოვისმენთ უახლეს ინფორმაციას.