გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფის სავარაუდო წევრობის ბრალდებით სამი არასრლუწლოვანი დააკავა
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ მემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფის, „ტერორი 18“-ის სავარაუდო წევრობის ბრალდებით გერმანიის სამი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას გამოცემა „ველტი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, 14 და 15 წლის მოზარდებს ბრალად ედებათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ასევე, სავარუდოდ, სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობრივი აქტები, უცხოელებისა და პოლიტიკოსების მკვლელობის დაგეგმვა.
ისინი ბრანდერბურგსა და ქვემო საქსონიაში დააკავეს.
ამასთან, გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე ერთდროულად ათი კერძო საკუთრება გაჩხრიკეს.
„ამ ჯგუფის წევრებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური და დემოკრატიული პირობების სრული მიუღებლობა აერთიანებთ“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
გარდა ამისა, გაჩხრიკეს 14 და 16 წლის კიდევ ოთხი მოზარდი, რომლებიც ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან. მათ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერასა და დაგეგმილი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.