ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზადაა, აშშ-ის მოთხოვნით შეაჩეროს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, თუ ვაშინგტონი „პეტრიოტის“ სისტემისთვის რაკეტებს უზრუნველყოფს
უკრაინა მზადაა, აშშ-ის მოთხოვნით შეაჩეროს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, თუ ვაშინგტონი უზრუნველყოფს „პეტრიოტის“ სისტემისთვის რაკეტებს, რომლებიც აუცილებელია რუსული საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად, — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რატომ განაახლა უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნების უგულებელყოფით. ზელენსკიმ ამერიკელებთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა, სადაც მან განმარტა, რომ უკრაინამ რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებს უნდა უპასუხოს.
„ჩვენ რამდენიმე სხვადასხვა საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და მის გუნდთან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებთან დაკავშირებით და ჩვენ ვთხოვეთ: ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვუპასუხოთ მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხმება ჩვენს ენერგეტიკას, მას შემდეგ, რაც რუსეთი კლავს ჩვენს ხალხს, თავს დაესხმება ჩვენს ელექტროქსელს, ჩვენს გაზსადენებს, ჩვენს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყველაფერს. ჩვენ ვთქვით: თუ გსურთ, რომ ჩვენ არ დავესხათ თავს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მათ არ უნდა შეუტიონ ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას. კიდევ ერთი ვარიანტი,ა მოგვცეთ „პეტრიოტის“ რაკეტები და ჩვენ ვიპოვით ფულს, არამხოლოდ დახმარების სახით. დიახ, უბრალოდ მოგვაწოდეთ ისინი და ჩვენ გადავიხდით. ერთი თვით თუ გსურთ, რომ ჩვენ არ შევუტიოთ მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მაშინ ერთი თვით მომეცით რაკეტები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.