ჯერარდი, ვიეირა და არტეტა - „ნიუკასლის“ მწვრთნელობის კანდიდატები არიან
ჯერარდი, ვიეირა და არტეტა - „ნიუკასლის“ მწვრთნელობის კანდიდატები არიან

„ნიუკასლი“ ჩამოყალიბდა მთავარი მწვრთნელის კანდიდატებზე რაფაელ ბენიტესის წასვლის შემდეგ.

პრეტენდენტთა სია ასე გამოიყურება: „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი, „ნიცას“ დამრიგებელი პატრიკ ვიეირა და „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლას ასისტენტი მიკელ არტეტა. სარეზერვო კანდიდატები არიან: ედი ჰაუ („ბორნმუთი“), შონ დაიჩი („ბარნლი“) და სტივ ბრიუსი („შეფილდ უენსდი“).

შეგახსენებთ, რომ ბენიტესმა არ მოისურვა „ნიუკასლთან“ კონტრაქტის გაგრძელება, რომელსაც 30 ივნისს ეწურება ვადა. ესპანელმა ინგლისურ კლუბში სამი წელი გაატარა.