ჯერარდი, ვიეირა და არტეტა – „ნიუკასლის“ მწვრთნელობის კანდიდატები არიან

16:14, 27.06.2019

„ნიუკასლი“ ჩამოყალიბდა მთავარი მწვრთნელის კანდიდატებზე რაფაელ ბენიტესის წასვლის შემდეგ.

პრეტენდენტთა სია ასე გამოიყურება: „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი, „ნიცას“ დამრიგებელი პატრიკ ვიეირა და „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლას ასისტენტი მიკელ არტეტა. სარეზერვო კანდიდატები არიან: ედი ჰაუ („ბორნმუთი“), შონ დაიჩი („ბარნლი“) და სტივ ბრიუსი („შეფილდ უენსდი“).

შეგახსენებთ, რომ ბენიტესმა არ მოისურვა „ნიუკასლთან“ კონტრაქტის გაგრძელება, რომელსაც 30 ივნისს ეწურება ვადა. ესპანელმა ინგლისურ კლუბში სამი წელი გაატარა.

მსგავსი