იტალიელი სპეციალისტი ჯენარო გატუზო „ტოტენჰემს“ კონტრაქტის პირობებზე მოელაპარაკა, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
43 წლის გატუზო 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს და წელიწადში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ელოდებიან, რომ ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.
უფრო ადრე წერდნენ, რომ ლონდონურმა კლუბმა შეთანხმებას მიაღწია „რომას“ ყოფილ მწვრთნელთან პაულუ ფონსეკასთან, მაგრამ გარიგება ფინანსური საკითხების გამო ჩაიშალა.
ორი დღის წინ, გატუზომ „ფიორენტინა“ დატოვა ამ გუნდში დანიშვნიდან 23 დღის თავზე.
„ტოტენჰემი“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია აპრილში ჟოზე მოურინიოს განთავისუფლების შემდეგ. გუნდს დროებით ხელმძღვანელობს რაიან მეისონი.